16 მარტი 2018 წელი
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას კულტურულ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების წამყვანის პოზიციაზე. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
- სამუშაო გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციული ნიჭი;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი;
- სოციალურ მედიასთან და ონლაინ საინფორმაციო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა cv გადაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: http://batumibiblioteka@gmail.com
ან მიიტანეთ ბიბლიოთეკის საქმისმწარმოებელთან (იზო ევგენიძე) შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ.#21.
დოკუმენტები მიიღება 2018 წლის 23 მარტამდე.