20 მარტი 2018 წელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ავთანდილ სულაბერიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,საქართველოს დემოგრაფიული მოდერნიზაცია XX საუკუნესა და თანამედროვე ეტაპზე“. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ლექციაზე საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია, აქტუალური პრობლემები, ერის დაბერების პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.