26 მარტი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უკვე მეორედ აცხადებს კონკურსს - „ქართული კალიგრაფია“. კონკურსის მიზანი ხელით წერის კულტურისა და მონაწილეთა შემოქმედებითი უნარის განვითარებაა, ასევე ქართული ანბანის განსაკუთრებულობის წარმოჩენაა.
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ამ დასახელებით შევიდა (2016 წ.) იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა - მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.
2017 წელს აქტუალური თემა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყო.
2018 წელს კონკურსის თემაა: „ოთარ ჭილაძის ერთი სტრიქონი“ (ოთარ ჭილაძე-85!)
მოცულობა: ერთი გვერდი (A4).
საუკეთესო ნიმუშები გამოიფინება 14 აპრილისათვის.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება „საუკეთესო კალიგრაფი“, რომელიც 17 აპრილს დაჯილდოვდება სიგელით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს (უნივერსიტეტელს).