18 აპრილი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ X, XI და XII კლასების მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ხელოვნების არსი და დანიშნულება“ და წარმოადგინა სალექციო თემატიკის შესაბამისი პრეზენტაცია პოპულარულ-აქტუალური ვიდეო-ინსტალაციების სახით. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა ხელოვნების დანიშნულების საკითხი როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო ცხოვრებაში, ხელოვნების ძირითადი ფუნქციების თავისებურებანი, ხელოვნების ნაწარმოების არსებობის წესის სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების კვლევის პრობლემები.
მან ასევე ისაუბრა ხელოვანის როგორც პიროვნების და როგორც შემოქმედის არსებითი მახასიათებლების შესახებ. ლექციის დასრულების შემდეგ, მომხსენებელმა შეკითხვებს უპასუხა.