21 აპრილი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. სესიის მუშაობა წარიმართა შემდეგი სექციების მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები. კონფერენციაზე აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისტორიის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. მოსწავლეთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.