ვორქშოფი სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის საკითხებზე
26 ივნისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინსტიტუციური თანამშრომლობის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (HERD)“ (Erasmus+Capacity Building in Higher Education (CBHE) პროექტის ფარგლებში ვორქშოფი დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. სამდღიან ვორქშოპში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.