ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა

რსუ-ს სააქტო დარბაზში ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მეთორმეტე კლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. მომავალ სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები უსურვა რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სტუდენტებმა დავით ბენდელიანმა და სოფო უმეთაძემ წარუდგინეს. ახალგაზრდებმა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, უცხოეთში სწავლების პირობებზე, სტიპენდიებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. აბიტურიენტებთან შეხვედრა კონცერტით დასრულდა, რომელშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“, მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები „კარიკატურა“, ვაჟთა ფოლკლორული, გოგონათა ვოკალური და თანამედროვე ცეკვების ანსამბლი „M-style 13“ მონაწილეობდნენ.