29 მარტი 2019 წელი
შვერინისა და ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, „სოლუშენზ ჰოლდინგ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი და ბსუ-ს საპატიო დოქტორი შტეფან გერჰარდი ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს ,,საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის” მიმართულებით. ერთი კვირის განმავლობაში გერმანელი ექსპერტი ტურიზმის ფაკულტეტის 14 სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც ივნისში გერმანიაში გაემგზავრებიან და მისივე მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში ბერლინსა და ჰამბურგში ბრენდული სასტუმროების საქმიანობას გაეცნობიან.