10 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის და მე-2 საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის გამოფენაში“ მონაწილეობს. გამოფენაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები დამთვალიერებლებს ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას გააცნობენ. ასევე წარუდგენენ უნივერსიტეტში სწავლების პირობებს, სერვისებსა და სტუდენტურ ცხოვრებას. ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე 625 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. საერთაშორისო გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მასში 13 ქვეყნის 80-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს.