2 მაისი 2019 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ტრადიციული სასწავლო-პრაქტიკული ტური მოეწყო. ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 60-მა სტუდენტმა სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში ხახულის, ოშკის, იშხანის, ოთხთას, პარხალის, დოლისყანის, ტბეთის და შატბერდის ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები მოინახულეს. ტური კულტურული ტურიზმისა და საექსკურსიო საქმის სასწავლო კურსების ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.