24 მაისი 2019 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა ნინო თურმანიძემ, მარიამ ანანიძემ, ქეთევან ზოიძემ და ლუიზა ჯაიანმა ყაზგუს უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში საქართველო წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დაგეგმილ აქტივობებში, წარადგინეს პრეზენაციები, ტრადიციული კერძები და ფოლკლორული პერფორმანსები. ბსუ-ს და ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ყაზგუს უნივერსიტეტში სწავლობენ.