23 მაისი 2019 წელი
„ერაზმუს+-ის” აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ლექტორმა სიუზენ სტეპეტმა ლექციათა ციკლი და პრაქტიკული აქტივობები ჩაატარა თემაზე: „ბიზნესის დაგეგმვა და განვითარება“. სამი მოდულისგან შემდგარი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ახალი ტურისტული პროდუქტისთვის ბიზნეს გეგმის შემუშავებასა და მისი მიზანშეწონილობის განსაზღვრას.