1 დეკემბერი 2021 წელი
გერმანიის გლობალური განათლების საერთაშორისო ქსელის (ASA GLEN) წარმომადგენლებმა ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან კარიერული დაგეგმვის, პერსონალური უნარების განვითარებისა და საერთაშორისო მობილობის თემებზე ონლაინ შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან და პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობას. ტურიზმის ფაკულტეტი ASA GLEN-ის საერთაშორისო ქსელთან 2011 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს.
ASA GLEN-ის საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს აქტიურ ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, აფრიკისა და კავკასიის რეგიონებში ერთობლივი მდგრადი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.