ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ანა არაბიძე სასწავლებლად ნორვეგიაში გაემგზავრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ანა არაბიძე ერთობლივი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში სწავლას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN) საერთაშორისო ტურიზმისა და მდგრადი განვითარების პროგრამაზე გააგრძელებს.

შესარჩევი კონკურსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის კომისიის მიერ ჩატარდა და კონკურსანტებს შორის საუკეთესო მონაწილე ინგლისური ენის ცოდნის, კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის მობილობა ნორვეგიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სააგენტოს მიერ სრულად არის დაფინანსებული.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა