ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის 80 სტუდენტი სამთვიან პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 80 სტუდენტი  მიზნობრივი პროგრამის „სტუდენტების საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში“ ფარგლებში, სამთვიან პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლის და გაეცნობა სასტუმროს ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ში მოწვეული იყო გერმანიაში მიმტანთა, რესტორნისა და სასტუმროს პროფესიონალთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ტურიზმის ექსპერტი იორგ კრახტი, რომელმაც სტუდენტებს სასტუმრო „Castelo Mare“-ში ტრენინგ კურსი „სტილი და ეტიკეტი - თანამედროვე მანერები“ ჩაუტარა.

სტუდენტებს გერმანიაში გამგზავრებამდე ტურიზმის დარგის ექსპერტები, ბსუ-ს საპატიო დოქტორები, ბატონი გერალდ ვეცელი და ბატონი კურტ ჰეინც რეიცი ტრენინგ კურსებს ჩაუტარებენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სასტუმრო „Castelo Mare“-ს სივრცის გამოყოფისა და თანამშრომლობისთვის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა