5 აპრილი 2022 წელი
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან „EXPO BATUMI TRAVEL 2022“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 40 სტუდენტი გამოფენის ფარგლებში ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ღონისძიების დაგეგმვა, PR-ი და პრომოუშენი, მონაწილე ორგანიზაციებთან საქმიანი კომუნიკაცია, საორგანიზაციო საკითხების ეფექტურად მართვა და პრობლემის გადაჭრა.
ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დირექტორს ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს და მის გუნდს თანამშრომლობისა და არსებული შესაძლებლობებისთვის.
ბათუმი „EXPO BATUMI TRAVEL 2022“-ს მიმდინარე წლის 13-15 მაისს უმასპინძლებს.