6 აპრილი 2023 წელი
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, აჭარის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2023-სთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტსა და გამოფენის ორგანიზატორ „Expo Batumi International Tourism And Event Company“-სთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის 60-მდე სტუდენტი გამოფენის საორგანიზაციო პროცესში ჩაერთვება და ერთ თვიან პრაქტიკას გაივლიან.
სტუდენტთა ჩართულობისა და პრაქტიკის მიზანია ტურიზმის სფეროში პროფესიული პრაქტიკული უნარების განვითარება და პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციების მიღწევა, რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმა და თეორიული ცოდნის პრაქტიკული აპლიკაცია.
პრაქტიკის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ორდღიან ტურში - „მოგზაურობა სინოპში“ - მიიღებენ მონაწილეობას.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2023’’ - მიმდინარე წლის 19-21 მაისს გაიმართება.