19 აპრილი 2023 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_18656_1_s.jpg)
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2023’’ საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის 60-მდე სტუდენტი ჩაერთო და ერთი თვის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გამოფენის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში. საერთაშორისო გამოფენა მიმდინარე წლის 19-21 მაისს გაიმართება.