ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებლის, თინათინ გოგოლიშვილის ვიზიტი ვროცლავის უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის დარგობრივი დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი თინათინ გოგოლიშვილი, საგრანტო პროექტის ERASMUS+ ფარგლებში, პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და რეგიონული განვითარების ინსტიტუტში იმყოფებოდა.  7-14 მაისს განხორცილებული მობილობის ფარგლებში თინათინ გოგოლიშვილმა ლექცია ჩაატარა  ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან თემაზე: „თუ ააშენებ, მოვლენ: არის თუ არა ინფრასტრუქტურა გადამწყვეტი ტურიზმის ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის, ბათუმის მაგალითზე“ (If you built it, they will come: Is infrastructure crucial to tourism growth and competitiveness in Batumi).

ლექცია სავალდებულო სასწავლო კურსის „ლანდშაფტი და არქიტექტურული სტილი“-ს ფარგლებში ჩატარდა და განხორციელებული კვლევის შედეგების გაცნობასა და სტუდენტებთან დისკუსიას მოიცავდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა