1 მარტი 2024 წელი
„ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტი ნიკა ხიმშიაშვილი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას საბერძნეთში, ჰელენიკის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამაზე გააგრძელებს. ნიკა ხიმშიაშვილი სპეციალობის შესაბამისად, დანიშნულების ადგილის ბრენდინგს, კვებისა და სასმელების მენეჯმენტსა და მარკეტინგული ტექნოლოგიების სასწავლო კურსებს გაივლის.