17 თებერვალი 2016 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ერთობლივი პროექტის - ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში რეგიონული ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინტეგრაციის სფეროში განათლება” ფარგლებში ნორვეგიაში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები ტელემარკის უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ისწავლიან და საბაკალავრო ნაშრომზე იმუშავებენ. სტუდენტები გაეცნობიან სასოფლო ტურიზმს, ზამთრის კურორტების მენეჯმენტს, აგროტურიზმსა და ტურისტული სერვისის ხარისხის ამაღლების საკითხებს. კონკურსში ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 10 სტუდენტი მონაწილეობდა.