10 აგვისტო 2016 წელი
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნუივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 35 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა. ახალგაზრდები 2 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან, გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითად სტრუქტურულ ერთეულს. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, მიიღებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც სამომავლოდ, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
პრაქტიკა უზრუნველყოფილია გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ქ. ბათუმის მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი. ორ ეტაპიან სასწავლო პრაქტიკაში მიმდინარე წელს ტურიზმის ფაკულტეტის 80-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილება. ახალგაზრდები რექტორმა,მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და მშობლებმა გააცილეს.