ტურიზმის ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა ნორვეგიაში

სურათი

21-29 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტი პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობის’’ ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN) გამართულ საზაფხულო სკოლაში ღებულობდნენ მონაწილეობას.

პროექტი მიზნად ისახავს ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში, კერძოდ კი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. თანამშრომლობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას, მდგრადი ტურიზმის სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას მოიცავს.

პროექტი 4 წლიანია და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საზღვაო აკადემია მონაწილეობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა