ტურიზმის ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ: ბსუ-ს  ტურიზმის ფაკულტეტი, ოთახი 121 (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი. (,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა; (A1*B1+ A2*B2…)/(A1+ A2...)=91 A - საგნის კრედიტი,   B - შეფასების ქულა) .

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

   ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

   ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

   გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

      დ) თუ კონკურსანტის  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

      ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება: ტურიზმის  ფაკულტეტი, ოთახი 121; 2016 წლის 24 ოქტომბრიდან  01 ნოემბრის ჩათვლით.           

     ბ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება    2016 წლის 05 ნოემბრის შემდეგ.

        ტურიზმის ფაკულტეტის საბჭო

ტურიზმის ფაკულტეტზე, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია:

 ა)  სახელობითი სტიპენდია:

I. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის

II. ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის

ბ)  საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია:

  1. შოთა რუსთაველის სახელობის
  2. ხუსეინ ნაკაიძის სახელობის
  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა