20 ოქტომბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის ოთხ სტუდენტს სასტუმრო „ჰილტონი ბათუმმა“ ერთწლიანი სტიპენდიები გადასცა ასი ლარის ოდენობით. კომპეტენტურმა ჟიურიმ სტიპენდიანტები: მეგი ბეჟანიძე, თეონა ქარცივაძე, თამარ ლომაძე და მარიამ ავალიანი კონკურსის წესით, პროექტის „როგორ ვაქციოთ ბათუმი აქტიურ ტურისტულ დანიშნულების ადგილად მთელი წლის განმავლობაში“ ინგლისურ ენაზე წარდგინების შემდეგ გამოავლინა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ აგერთვე ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას სასწავლო პრაქტიკა გაიარონ სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. სტიპენდიანტთა შესარჩევი მორიგი კონკურსი 2017 წელს ჩატარდება. სასტუმროში პრაქტიკა დღემდე ტურიზმის ფაკულტეტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.