ინსტიტუტის 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტი
11 მარტი 2014 წელი
ინსტიტუტის 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. „თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენებისთვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესების და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება“ (FR/164/3-200/13) რაულ გოცირიძის ხელმძღვანელობით განხორციელდება. ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილების სამეცნიერო პროექტის მიზანია საქართველოში კვების მრეწველობის საწარმოებში, თხევადი პროდუქტების ფილტრაციისათვის თანამედროვე, ეფექტური მემბრანული ტექნოლოგიის დანერგვა. მკვლევარები შეისწავლიან არსებული საწარმოების მიერ წარმოებულ თხევად პროდუქციას, მრავალკომპონენტიანი ნივთიერებების თანაფარდობათა ცვლილებით, ბარომემბრანების მახასიათებლის (სელექტიურობა, წარმადობა) სრული აღდგენის პირობებს. კვლევა ითვალისწინებს ცალკეული თხევადი პროდუქციის მემბრანული ფილტრაციას, ფილტრაციის შემდგომ გაბიდნული მემბრანების რეგენერაციისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენას, სარეგენერაციო ხსნარების შერჩევასა და რეგენერაციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენას.
სრულად