სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

ერაზმუს + გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) - UMOVE(ME)

ცხადდება კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში  (პორტუგალია). 

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები:

  • დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის ელ. ბმულზე - Application for Staff Mobility – UMOVE(ME)
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ.

განაცხადების მიღება იწარმოებს  მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე.

სააპლიკაციის პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით პროგრამის გაიდლაინს - Guideline

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი 
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპასის ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სამუშაო გეგმის მონახაზი/მობილობის ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ Guidline-ის ბმულზე)
  • დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

  • 5 სამუშაო დღე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:

  • დღიურ 160 ევროს;
  • ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია:  

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა გაიღონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
  • დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე .
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა