სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

პორტუგალიის კასტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ პედრო ტორესის ვიზიტი ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე

სურათი

2025 წლის 31 მარტი-4 აპრილი, ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია პორტუგალიის კასტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ფაკულტეტის  ელექტრო და ინდუსტრიული ინჟინერიის დეპარტამენტის კოორდინატორი, პროფესორი პედრო ტორესი. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ტორესმა ჩაატარა ლექციები, პრაქტიკული სემინარები და სამუშაო შეხვედრები, ასევე გაეცნო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს, დეკანატისა და  დეპარტამენტების მუშაობას, ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.

პროფესორის კვლევითი მიმართულებაა - ავტომატიზაცია, რობოტიკა და ინდუსტრიული ციფრული ტრანსფორმაცია. ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრებზე მან პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ინოვაციური პროექტები, რომლებიც კასტელო ბრანკოს უნივერსიტეტში ხორციელდება, მათ შორის: რობოტო მანქანების კონსტრუქცია სართავი კაბელებისათვის; სიმულაციური პროექტები; ინდუსტრია 4.0-ის პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურების სისტემები და მათი ინტეგრაცია ინდუსტრია 5.0-თან, რაც მოიცავს მანქანებისა და ადამიანების კოლაბორაციას; მობილური მანქანების ციფრული სექცია – ხელოვნური ინტელექტისა და IoT სისტემების ინტეგრაცია (Internet of Thinks).

პროფესორი პედრო ტორესი შეხვდა  ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს, ისაუბრეს სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა