სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ - პროფესორ ლია დავითაძის ვიზიტი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი ლია დავითაძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025 წლის 28 აპრილი - 2 მაისს ვიტაუტას მაგნუსის  უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ლია დავითაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა შემდეგ საკითხებზე:

  1. კრეატიური წერის კლასი - როგორ დავწეროთ პოემა;
  2. აფორზმის თარგმანის თავისებურებები ვეფხისტყაოსანში;
  3. მხატვრული ტექსტის ინტეპრეტაცია.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორ რუტა ეიდუკევიციენთან.  დაიგეგმა თანამშრომლობა აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ნაშრომების ვიტაუტასში არსებულ სკოპუსის ინდექსიან ჟურნალში გამოქვეყნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა