
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და 2023 წლის შემოდგომაზე ჩარიცხულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ბსუ-ს მისიაზე, ხედვასა და ღირებულებებზე, პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე, სტუდენტთა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ პროფესიულ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
უკან |