ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში დასრულდა

სურათი

24 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ლექციები, სემინარები და ვორკშოფები დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, კორპუსლინგვისტიკასა და დოკულინგვისტიკაში (ენისა და კულტურის ელექტრონულ დოკუმენტირებაში). სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავდა კორპუსების მორფოსინტაქსური და ჟანრული ანოტაციის საკითხებს, ენის ნაციონალური კორპუსების დიზაინსა და აგების პრინციპებს, ვორკშოფები კი მიეძღვნა ციფრული ჰუმანიტარიის პროგრამული ინსტრუმენტებისა და სტანდარტების - ELAN, FLEX, XML TEI ათვისებას.

საზაფხულო სკოლას ქართველ პროფესორებთან ერთად უძღვებოდნენ ევროპელი სპეციალისტები და ექსპერტები: მანანა თანდაშვილი და სალომე გოლამი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტიდან (გერმანია), სერგეი შაროვი, სოფიკო დარასელია და რობი ლოვი – ლიდსის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).

საზაფხულო სკოლაში ქართველი და (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) უცხოელი სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას თურქეთისა და რუმინეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან. წელს პირველად საზაფხულო სკოლის მუშაობაში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს და სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს ჯგუფური სასერთიფიკატო მოხსენებები.

მომავალ წელს, საზაფხულო სკოლის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იგეგმება სეზონური სკოლის მასშტაბების გაზრდა და ბსუ უმასპინძლებს შავი ზღვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში.

საზაფხულოს სკოლა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა