ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

წიგნის „ათონი პატრიარქის გაზაფხული“ წარდგენა გაიმართა

სურათი

ზვიად ჭუმბურიძის წიგნის „ათონი პატრიარქის გაზაფხული“ წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ავტორმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წიგნზე მუშაობის ისტორია და ისტორიული ვიზიტის დეტალები გააცნო.  ნაშრომი უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2004 წლის მაისის ათონის მთის ვიზიტს მიეძღვნა. ათონის მთას ქრისტიანულ მართმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი X-XVI საუკუნეებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო.

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში, მიუხედავად პატრიარქთა დიდი სურვილისა, ათონის მთაზე ჩასვლა ივერთა ქართული მონასტრისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონახულება ვერავინ შეძლო. საქართველოს ეკლესიამ რამდენჯერმე სცადა მაგრამ არაერთი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. მხოლოდ ილია მეორემ შეძლო ივერთა ქართული მონასტრისა და ივერონის ხატის მოლოცვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა