30 ნოემბერი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნათია მსხალაძემ და საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშემ ელეონორ გარნიემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემა, სასწავლო პროგრამები და სტიპენდიები გააცნეს. ღონისძიების დასასრულს მომხსენებლებმა ახალგაზრდებს საფრანგეთში სწავლის გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებს უპასუხეს.