4 დეკემბერი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორი ცირა ბარბაქაძე საჯარო ლექციების ატარებს თემაზე: „ცნობიერების (რ)ევოლუცია და ახალი რიტორიკა“. მომხსენებელი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ისეთ აქტუალურ საკითხებს აცნობს, როგორიცაა: ახალი ცნობიერება - ახალი რიტორიკა, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება და აზროვნების პარადიგმის ცვლილება, კულტურის ბაზისური ფრაზეოლოგიური მეტაფორების დეკონსტრუქცია, პროტესტის ახალი ფორმების რიტორიკა და ცოდნის დაგროვებიდან - ცოდნის გამოყენებისკენ. საჯარო ლექცია აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.