18 დეკემბერი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ მოეწყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ წერეთელმა და პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ გახსნეს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის 1918-1921 წლების მემკვიდრეობის გაცნობას. გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდება.