25 დეკემბერი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არტ-სტუდია ,,ანდამატისა“ და ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. საქველმოქმედო აქციით შემოსული თანხა თამუნა ბენდელიანს გადაეცა. სამი შვილის დედა ავთვისებიანი პროგრესირებადი მელანომით არის დაავადებული, რომლის სამკურნალო ხარჯები აღემატება ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს. საქველმოქმედო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.