11 იანვარი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული, „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ III (2020). მასში ასახულია აღმოსავლეთის ისტორიის, პოლიტიკის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი საკითხები.