25 მაისი 2022 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ექვსი სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს. ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 სასწავლო წლის სტუდენტი ანა ბაგრატიონი სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი გახდა, ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 სასწავლო წლის სტუდენტი გიორგი ბაციკაძე დავით ხახუტაიშვილის სახელობის სტიპენდიის, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტი ხატია თხილაიშვილი აბელ სურგულაძის სახელობის სტიპენდიის, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტი ცირა კახაძე როლანდ კომახიძის სახელობის სტპიპენდიის. ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტ სალომე აბაშიძეს გადაეცემა, ხოლო ცირა ჭყონიას სახელობითი სტიპენდია ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტ ანა გრიგორიანს.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ულოცავენ სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებენ წარმატებებს.