26 მაისი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. სამეცნიერო სესიაზე ბსუ-სა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტუალურ საკითხებზე და 104 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.
სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები:
-
„ეროვნული საბჭო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - პროფესორი ჯემალ კარალიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა - პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსა და პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ - ასოცირებული პროფესორი თამარ ავალიანი, საქათველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
-
„ქუთაისი და ქართული სახელმწიფოებრიობა“ პროფესორი სულხან კუპრაშვილი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
-
„26 მაისი 1918-1922 წ. ქართულ მწერლობაში“- პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფინანსო და აგრარული პოლიტიკა“- ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
-
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სამართლებრივი შეფასება“ - ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფოტოგამოფენა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.