ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

11-16 ივლისს, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ფრანგული ფილოლოგიის III კურსის სტუდენტმა ირინა ფუტკარაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების I კურსის სტუდენტმა ანა კომახიძემ. ფესტივალის მიზანი იყო ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. სტუდენტები დაესწრნენ პრესისა და პოდკასტ-აუდიო ატელიებს, სადაც შეისწავლეს საკუთარი  მოსაზრების, სტატიის, ინტერვიუს სწორად ჩამოყალიბება. ასევე მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, მათ შორის ერთ-ერთს დიპლომატიის მნიშვნელობაზე, რომელიც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაატარა. გარდა ამისა, ორგანიზებული იყო გასართობი აქტივობები-ცეკვის, სიმღერის, ფოტოგრაფიის და სპორტის სახელოსნოები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივობა საქართველოს წარდგენა იყო, ქართული სამზარეულოს დაგემოვნება და ქართული კულტურის წარმოჩენა.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტურ ფესტივალი ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და სტუდენტებმა მასში მონაწილეობა  AUF-ის ფინანსური მხარდაჭერით მიიღეს. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა