31 ოქტომბერი 2014 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით 1924 წლის ეროვნული აჯანყების 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მკვლევარებმა სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაზე, 1924 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, აჯანყებულთა თავდადებაზე, ემიგრანტ მამულიშვილთა საქმიანობაზე, ამბოხების შედეგებსა და რეპრესიებზე. კონფერენცია მიზნად ისახავდა ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგების წარმოჩენას.