1 ნოემბერი 2017 წელი
1 ნოემბერს გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველთა განცხადება მიიღება 2017 წლის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13).
დეკანის არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 14 დეკემბერს, 10:00 სთ -17:00 სთ.
დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ბსუ-ს საარჩევნო კომისიის სახელზე შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.