6 დეკემბერი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ქართული ენა და სოფლები თანამედროვე თურქეთში“. ლექცია ეხებოდა ქართული ენის გეოგრაფიას თურქეთში, ასევე, ქართველთა თვითშემეცნების საკითხებს, ისტორიას და თანამედროვე რეალობას. წარმოდგენილი იყო სამეცნიერო მივლინებების დროს შეკრებილი მრავალი ახალი მასალა; ლექცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის („ტაო“- ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) ფარგლებში ჩატარდა.