ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონფერენცია „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“

სურათი

ფილოლოგიის დოქტორმა შოთა ჯიჯიეშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ II კონფერენციაში - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“ თემაზე ჩატარებული სესიის მუშაობაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ჩართული იყვნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტისა და მთავრობის წევრები. მონაწილეებმა სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით, წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რელიგიური ტოლერანტობის ამსახველი კონკრეტული ისტორიული თუ თანამედროვე მაგალითები და პრობლემები. შოთა ჯიჯიეშვილმა კონფერენციაზე მოხსენება - „მშვიდობიანი რელიგიური  თანაცხოვრებისათვის  აჭარაში“ - წაიკითხა და მიმოიხილა რეგიონში არსებული მდგომარეობა.          


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა