4 მარტი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ნანა წოწონავამ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ელიზაბეტ ფალავანდიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 1-4 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში გამართულ ევროპის საერთაშორისო ტურნირში - „თოვლის ფრენბურთი“. ბსუ-ს სტუდენტებმა ტურნირში წელს მეორედ იასპარეზეს და წარმატებული გამოსვლების შედეგად კიდევ უფრო გაიუმჯობესეს რეიტინგული ქულები.