ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებული პროექტი „ბეშუმის ტყე-პარკი“
27 ნოემბერი 2019 წელი
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ნესტან ვარშანიძემ, გიორგი აბაშიძემ, ლაშა მამულაძემ და ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ მონაწილეობა მიიღეს მწვანე ეკონომიკის ინოვაციების ფორუმში. ღონისძიების ფარგლებში გამართულ „მწვანე ეკონომიკის სკოლაში“ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სატყეო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა ტყის რესურსებით მდგრად სარგებლობაზე დაფუძნებული ბიზნესგეგმები წარმოადგინეს. სტუდენტების მიერ მომზადებული კონცეფციებიდან ოთხი ყველაზე პერსპექტიული შეირჩა შემდგომი პილოტირებისათვის, რომელთა შორისაა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების ნესტან ვარშანიძისა და გიორგი აბაშიძის პროექტი „ბეშუმის ტყე-პარკი“.