ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა
29 მარტი 2013 წელი
ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა 2013 წლის 6-8 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაგეგმილი ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოს მიმდინარეობა, კონგრესის მუშაობაში რიზეს და ტრაპზონის უნივერსიტეტის რექტორთა მონაწილეობის საკითხები და სამეცნიერო პროგრამის დეტალები. ასევე გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება სამეცნიერო სესიების თავმჯდომარეებთან, სოციალურ პროგრამასთან, გახსნის ცერემონიასთან, ტექნიკურ საკითხებში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობასთან დაკავშირებით
სრულად