III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“
ტურიზმის განვითარების აქტუალურ საკითხებს ეძღვნება III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“. საქართველოსა და უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და ტურიზმის დარგის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში 100–ზე მეტ მოხსენებას წარმოადგენენ. ქართველი, გერმანელი, ამერიკელი, თურქი, ლატვიელი, ნორვეგიელი, ბელორუსი, უნგრელი და ყირგიზი სპეციალისტები მდგრად ტურიზმზე, ტურისტული ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე, მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ-სოციალურ ფაქტორებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტისა და აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.