საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობის გამოწვევები“
23 ივნისი 2023 წელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობის გამოწვევები“
23-25 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროინტეგრაცია და სურსათის უვნებლობის გამოწვევები“. კონფერენციის მიმართულებებია ბიოუსაფრთხოება - გარემოსა და სურსათის უსაფრთხოება, ლაბორატორიული საქმიანობა - სურსათის ლაბორატორიული კვლევები, სამართალმცოდნეობა - სურსათის უვნებლობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიზნესი - სურსათის კვლევის ლაბორატორიული ბაზარი. მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობისათვის, გთხოვთ, წარმოადგინოთ თეზისები ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე, ელფოსტაზე conf.lab2023@gmail.com
სრულად