გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარატმენტის ორგანიზებით გამართული ვორკშოპი თემაზე: „გარემოს დაცვა - გლობალური პრობლემა“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ვორკშოპზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები: „მწვანე ენერგია და საქართველო“, „ნაგავსაყრელები და მათი მართვა“, „გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილებები და მისი შენარჩუნების გზები“, „ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე“ და „ნარჩენების გავლენა გარემოზე“.
უკან |